
საოჯახო სამართალი საქართველოში – განქორწინება, ქონების გაყოფა, ალიმენტი
საოჯახო სამართალი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე და კომპლექსური მიმართულებაა იურიდიულ სფეროში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება განქორწინებას, ქონების გაყოფას და ალიმენტის დანიშვნას.
განქორწინება
განქორწინება შეიძლება მოხდეს როგორც ურთიერთშეთანხმებით, ასევე სასამართლოს გზით. სასამართლოს ჩარევა აუცილებელია, თუ ერთ-ერთი მხარე არ ეთანხმება განქორწინებას ან არსებობს ქონებრივი, ალიმენტის ან არასრულწლოვან ბავშვთან დაკავშირებული დავები.
ქონების გაყოფა
ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება და სხვა სახის აქტივები, როგორც წესი, განიხილება როგორც ერთობლივი საკუთრება. ქონების გაყოფა ხდება მხარეთა შეთანხმებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანაბარი ან განსაზღვრული პროპოციით.
ალიმენტი
ალიმენტი შეიძლება დაეკისროს როგორც შვილზე, ისე მეუღლეზე (მაგალითად, ორსულობის ან შრომისუუნარობის შემთხვევაში). ჩვენი გუნდი გეხმარებათ სწორად განსაზღვროთ მოთხოვნა, შეადგინოთ სარჩელი და დაიცვათ თქვენი უფლებები.
ჩვენი მიზანია თქვენი ინტერესების დაცვა რთულ და ემოციურად დატვირთულ სამართლებრივ პროცესებში.